რეგიონი
ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა
ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მოულოდნელად გარდაიცვალა.
სამმართველოს მეორე სექტორის ჯარისკაცი, 40 წლამდე ასაკის გივი დათუაძე, გარდაცვალების დროისათვის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად, გულის შეტევა სახელდება.
ადგილზე მყოფმა თანამშრომლებმა სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.