“ეს პროვოკატორები მოვაშოროთ” – პრემიერი

კახეთში სიტუაციის კონტროლი შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალა. მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი მღებრიშვილს დაავალა ადგილზე ჩავიდეს, გაარკვიოს ვინ ახდენს არეულობის პროვოცირებას, იმოქმედოს კანონის ფარგლებში და როგორც ღარიბაშვილმა თქვა: მოაშოროს ადგილიდან პროვოკატორები.

“მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, ბატონ მღებრიშვილს – გთხოვთ მაქსიმალრუად გააკონტროლოთ ადგილზე სიტუაცია, ეს პროვოკატორები მოვაშოროთ. ისეთი დისკრედიტირებული ორგანიზაცია, როგორიცაა ნაციონალური მოძრაობა ჩადის და 20-30 კაცის მეშვეობით, რაღაც ინტრიგნული, პროვოკაციული მეთოდებით, აპირებს რთველის, ძალიან პოზიტიური სურათის გაფუჭებას. მე ვიცი, რომ მოსახელობის ნაწილი ითხოვდა თქვენთან შეხვედრას, მაგრამ, მე გირჩევდით, რომ არ შეხვდეთ პროვოკატორებს. დგას ბირჟაზე 20-30 კაცი, დააყენეს ბირჟაზე. რა უნდა ქართველ გლეხს ბირჟაზე და ყურძენი უფუჭდებათ. ეს არის რეალობა და მის ირგვლივ ფონს უქმნიან თბილისიდან ჩასული ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, ეს უსუსური, დესტრუქციული ადამიანები,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდრე მინისტრს ამ დავალებას მისცემდა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გლეხების პროვოცირებას ნაციონალური მოძრაობა და კერძოდ პარლამენტის დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი ახდენენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button