“ღარიბაშვილმა დავალება გასცა!” – გიორგი ღვინიაშვილი
„საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდა, რომ ჩასულიყო გურჯაანში და მოეხდინა აქციიდან გიორგი ღვინიაშვილის გაყვანის ორგანიზება“, – ამის შესახებ თავად პარლამენტის წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა აქციის მონაწილეებს და ჟურნალისტებს განუცხადა.
ამ ინფორმაციამ აქციის მონაწილები გააღიზიანა. ისინი ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ნაცვლად ადგილზე უნდა ჩავიდეს სოფლის მეურნეობის მინისტრი და მევენახეების მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
თავად ღვინიაშვილი კი რადიო „ჰერეთთან“ ამბობს, რომ არსად წასვლას არ აპირებს და ხალხის გვერდით დარჩება.
მევენახეთა აქცია გურჯაანში ამ წუთას ისევ მიმდინარეობს.