რეგიონი
ბრაკონიერება ლაგოდეხში- ამოღებულია გლუვლულიანი იარაღი

კახეთში უკანონო ნადირობის ფაქტები გამოვლინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დარღვევები ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში გამოავლინა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის ტყეში, მოქალაქე დაურეგისტრირებელი გლუვლულიანი სანადირო იარაღით ნადირობდა.
გადამფრენ ფრინველსა და გარეულ ცხოველებზე უკანონოდ ნადირობდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედისა და შავი მთის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი ოქმები შეადგინეს.
მოქალქეებისათვის სანქციების დაკისრებაზე უკანონო ნადირობისათვის, სასამართლო იმსჯელებს.