საქართველოში მცხოვრები ინგილოები აზერბაიჯანის საზღვრის გახსნას ითხოვენ.
საქართველოში მცხოვრები ინგილოები, ფიზიკური პირებისათვის აზერბაიჯანის საზღვრის გახსნას ითხოვენ.
დღეს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები 50-მდე ინგილო, საქართველო- აზერბაიჯანის საზღვრის, ლაგოდეხის მონაკვეთზე, მაწიმის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან შეიკრიბა.
შეკრებილების მთავარი მოთხოვნა, კორონავირუსის პანდემიის გამო, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ფიზიკური პირებისათვის შეწყვეტილი მიმოსვლის აღდგენა იყო.
აქციის მონაწილეების განმარტებით, თითქმის ორი წელია, ისინი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, საკუთარ სახლებში ჩასვლასა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას ვერ ახერხებენ.
ინგილოები ამბობენ, რომ ზოგიერთი საცხოვრებელი სახლი სრულად მიტოვებულია და მისი მოვლა- პატრონობა ვერ ხერხდება.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, ფიზიკური პირების მისვლა- მოსვლისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის მარტში დაიკეტა და მას შემდეგ, აღარ განახლებულა.