კახი კალაძე: ყველა ოლქში “ქართული ოცნება” ლიდერობს

“დღევანდელი დღე იყო დემოკრატიის განვითარების გზაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი”.არჩევნებმა ჩაიარა სამართლიან, კონკურენტულ გარემოში”- ასე შეაფასა კახი კალაძემ,
“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩევნების მეორე ტური საქართველოში.

მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “წინასწარი მონაცემებით, ყველა საარჩევნო ოლქში ლიდერობენ ქართული ოცნების კანდიდატები”

პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. საქართველოს 50 საარჩევნო ოლქში, სადაც არჩევნები იმართებოდა, ამ წუთებში ყველა საარჩევნო უბანი დახურულია.

ამ დრომდე (20 საათი) ცესკოს არ გაუმართავს საინფორმაციო ბრიფინგი.

მოუსმინეთ კახი კალაძეს ხმას

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button