Anonymous-ის ჰაკერები ინტერნეტსივრცეში ბრძოლას აგრძელებენ – ამჯერად მათი თავდასხმის სამიზნე არა მხოლოდ რუსეთი, არამედ ბელარუსიცაა. ამის შესახებ ჰაკერები ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებენ.
Anonymous ანადგურებებს ბანკის საიტებს ბელარუსში,“- ნათქვამია მათ განცხადებაში.
ჰაკერები სამი ბანკის: „პრიორბანკის“, „ბელარუსბანკისა“ და „ბელინვესტ ბანკის“ საიტების გათიშვის შესახებ იუწყებიან.
ცნობისთვის, ჰაკერებმა ასევე გატეხეს რადიოსიხშირე, რომელზეც რუსი ოკუპანტები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და იქ უკრაინის ჰიმნი გაუშვეს.