მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
ჩერნიგოვში, რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა

ჩერნიგოვში, 3 მარტს რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის საოლქო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„სამედიცინო დაწესებულებების დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, 3 მარტს რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგა ჩერნიგოვის ტერიტორიაზე დაიღუპა 47 ადამიანი -38 მამაკაცი და 9 ქალი. 18 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა,“- ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, 3 მარტს რუსმა სამხედროებმა სარაკეტო თავდასხმა ჩერნიგოვის დასახლებულ მასივში განახორციელეს.