რეგიონი

თელავში ,,ენმ”-ს ოფისზე რუსული წარწერა დატოვეს

თელავში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს საღებავი შეასხეს და რუსულ ენაზე შესრულებული წარწერა დატოვეს.
წარწერა “русскии карпбль иди,,,, ოფისის ფასადზე, დღეს დილით გამოჩნდა.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, კონკრეტულ პირებს ვერ ასახელებენ, თუმცა, ფიქრობენ, რომ ფაქტი ” ქართული ოცნების” ხელშეწყობით მოხდა.

საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, მომხდარს ვანდალიზმად აფასებს.

“ესენი არიან ჩვეულებრივი ვირთხები, რომლებიც ღამე დაძრწიან.იმის მაგივრად, რომ უკრაინელ ბავშვებს დაეხმარნენ, თანხას საღებავებში ხარჯავენ და ვანდალიზმით არიან დაკავებულები. იმის თავი არ აქვთ, რომ ოკუპანტს ჩაფხუტზე დააწერონ ეგ სიტყვები. მე ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნების” უშუალო მონაწილეობის, ან ხელშეწყობის გარეშე, მსგავსი ფაქტი ვერ მოხდებოდა.თუ ასე არ არის, გამოიძიონ და დაგვარწმუნონ”- განაცხადა ძულიაშვილმა.

პარტია ” ქართული ოცნების” თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარე, კახეთის გუბერნატორის მოადგილე, პლატონ
კალმახელიძე, მომხდარ ფაქტთან პარტიის კავშირს უარყოფს და ნაციონალურ მოძრაობას ურჩევს, პოლიციას მიმართოს.
” პირველად მესმის თქვენგან და საერთოდაც არავითარი კავშირი ამ ფაქტთან არ გვაქვს და არც ვიცი, რას გულისხმობენ. ” ქართული ოცნება” საგამოძიებო ორგანო არ არის. მიმართონ სამართალდამცავებს და ყველაფერი გაირკვევა”– განაცხადა კალმახელიძემ.

ამ წუთის მდგომარეობით, რუსული წარწერა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თელავის ოფისზე, უკვე გადაღებილია.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში

მსგავსი პოსტები

Back to top button