მნიშვნელოვანისიახლეები

კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 693 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 798 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 895 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 783 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 629 065.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 450 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 568 064.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 430 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 783 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 1 171 შემთხვევა

📌აჭარა – 97

📌იმერეთი – 418

📌ქვემო ქართლი – 105

📌შიდა ქართლი – 182

📌გურია – 167

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 218

📌კახეთი – 228

📌მცხეთა-მთიანეთი – 78

📌სამცხე-ჯავახეთი – 54

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 65.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 629 065 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 430 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button