მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტი პარლამენტს მოხსენებით 14 მარტს მიმართავს

პრეზიდენტი პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით 14 მარტს მიმართავს. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებზე ისაუბრებს.

სალომე ზურაბიშვილის პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის თარიღი შეთანხმებულია.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, 9 მარტს ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც 14 მარტისთვის პლენარული სხდომის მოწვევის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა სურვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე 5 მარტს გამოსულიყო, თუმცა მისი ეს ინიციატივა “ქართული ოცნების” უმრავლესობამ არ გაიზიარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button