მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინიდან გაქცეული პრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტს სთხოვს, შეწყვიტოს სისხლისღვრა

ვიქტორ იანუკოვიჩი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს. უკრაინიდან გაქცეული პრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტს სთხოვს, შეწყვიტოს სისხლისღვრა და რუსეთთან შეთანხმებას ნებისმიერ ფასად მიაღწიოს. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

მინდა მივმართო, ზელენსკის როგორც პრეზიდენტმა და თუნდაც ცოტა მამა-შვილურად. ვლადიმერ ალექსანდროვიჩ, თქვენ ალბათ ოცნებობთ გახდეთ ნამდვილი გმირი, მაგრამ გმირობა არ არის საჩვენებელი სანახაობა, არ ნიშნავს ბრძლას უკანასკნელ უკრაინელამდე. ეს არის თავგანწირვა, გამარჯვება საკუთარ სიამაყესა და ამბიციებზე ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად, –
აცხადებს იანუკოვიჩი.

ამასთან უკრაინის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, რომ მსოფლიოს მასშტაბით მყოფი უკრაინელი მშვიდობისმყოფელები დაბრუნდნენ ყველა მისიიდან და დახმარება გაუწიონ უკრაინის ძალებს.

უკრაინის პრეზიდენტმა გვიან ღამით  კიდევ გააავრცელა მიმართვა სადაც აღნიშნა, რომ ის მის გუნდთან ერთად რჩება კიევში და არსად დამალვას არ აპირებს.

ზელენსკიმ უკრაინელი ხალხის გამბედაობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის. მისივე ინფორმაციით, გაგრძელდება მოლაპარაკებებიც, სანამ მშვიდობა არ დამყარდება.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ 96 ჯარისკაციც დააჯილდოვა.

შეგახსენებთ რომ დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთის თემთა პალატას ონლაინ მიმართავს.

თემთა პალატის სპიკერმა ლინდსი ჰოილმა აღნიშნა, რომ პარლამენტარებს ზელენსკისთან საუბარი სურდათ და ლაივ ფორმატში გამართული შეხვედრა ამის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა.

„ყველა პარლამენტარს სურდა უშუალოდ პრეზიდენტის მოსმენა, რომელიც პირდაპირ ეთერში გაგვესაუბრება უკრაინიდან, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პალატისთვის“, – აღნიშნა ჰოილმა.

„კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ პერსონალს, ისტორიული მიმართვის უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნა თემთა პალატის სპიკერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button