მნიშვნელოვანისიახლეები

დღეს ვირუსით ინფიცირების 865 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 733 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 281 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 452 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 865 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 629 930-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 820 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 570 884-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 456 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 865 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა

📌აჭარა – 24

📌იმერეთი – 115

📌ქვემო ქართლი – 65

📌შიდა ქართლი – 46

📌გურია – 65

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 35

📌კახეთი – 57

📌მცხეთა-მთიანეთი – 7

📌სამცხე-ჯავახეთი – 11

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 629 930​ შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 456​​ ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button