რეგიონი
სენაკში იმ ქუჩას, სადაც ბახვა ჩიქობავა ცხოვრობდა, შესაძლოა, მისი სახელი ეწოდოს

სენაკში იმ ქუჩას, სადაც ბახვა ჩიქობავა ცხოვრობდა, შესაძლოა, მისი სახელი ეწოდოს.
ეს ინიციატივა სენაკის საკრებულოს წევრს “ნაციონალური მოძრაობიდან” მირანდა მირცხულავას ეკუთვნის. იგი ამ საკითხის დაყენებას საკრებულოს სხდომაზე გეგმავს.
“შონიას ქუჩას ბახვა ჩიქობავას სახელი უნდა მიენიჭოს. როგორც კი შედგება სხდომა, პირველივე საკითხად დავაყენებ. სიცოცხლეს შევწირავ და ამ ქუჩას სახელს მაინც გადავარქმევ“, _ ამბობს მირცხულავა.
ცნობისთვის,ბახვა ჩიქობავა უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში გუშინ დაიღუპა. იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ყოფილი უფროსი იყო.