პანკისის ხეობაში დროშების დევნა გრძელდება

პანკისის ხეობაში დროშების დევნა გრძელდება-ფაქტებს დროშების გადაღებვის შესახებ, ხეობაში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტები ავრცელებენ.
მათი ინფორმაციით, სოფელ ომალოში, ერთ-ერთ მოსაცდელში გამოსახული იჩქერიისა და უკრაინის დროშები, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა გადაღებეს და საქართველოს დროშით შეცვალეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს შესაძლოა პროვოკაციისთვის ხდებოდეს.
“საქართველოს დროშა თავიანთი ჭკუით იმიტომ მიახატეს, რომ ვითომ გაგვაღიზიანონ. არადა, იმას ვერ ტვინავენ, რომ ამით არ ვღიზიანდებით, პირიქით საქართველოს დროშა ჩვენი დროშაა. გვეჯიბრებიან და ახლა რომ მივიდეს ვიღაცა, გადაღებოს და ისევ იჩქერიის ან უკრაინის დროშა მიახატოს, ერთ ამბავს ატეხავენ, ქისტებმა საქართველოს დროშა წაშალეს, ფეხქვეშ გათელესო. სუფთა პროვოკაცია და შუღლის გაღვივების მცდელობაა ეს”– ამბობს აქტივისტი ისლამ გორგიშვილი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვაჟა ნასყიდაშვილმა, პირველ ეტაპზე დაადასტურა, რომ იჩქერიის დროშა საქართველოს დროშით შეცვალეს, თუმცა შემდეგ უარყო და ფაქტი სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდების ჯგუფს დაუკავშირა.
“იჩქერიის დროშა შევცვალეთ საქართველოს დროშით. არა, ჩვენ კი არ შევცვალეთ, სოფელში არის ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ დროშას და მათი გადაღებილია”– განაცხადა ნასყიდაშვილმა.
იჩქერიის დროშა პანკისის ხეობაში რამდენიმე დღის წინაც გადაღებეს.
მომხდარი ფაქტი ადგილობრივებმა, მაშინაც ხელისუფლებას დაუკავშირეს.