სოფელ შალაურში, 2020 წელს გაუჩინარებული ქალი, შესაძლოა მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, 2020 წელს გაუჩინარებული ქალი, შესაძლოა მოკლეს.
68 წლის მზია ბედმანიკაშვილის ოჯახს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მათ ახლობელმა სავარაუდო მკვლელობის შესახებ აცნობა.
ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ამავე სოფელში მცხოვრებმა ქალმა, გაუჩინარებული თანასოფლელის გარდაცვალების დეტალები ნაცნობებთან მოყვა.
ქალის მონაყოლის თანახმად, მან დაკარგულ ბედმანიკაშვილს გზაზე შეხვდა, საკუთარ სახლში წაიყვანა და 3 დღით გამოკეტა. ბოლოს კი ის გარდაცვლილი ნახა, რის შემდეგაც, ეზოში, კაკლის ხის ქვეშ დამარხა.
ოჯახმა ბედმანიკაშვილის გარდაცვალების დეტალები სამართალდამცავებს შეატყობინა.
ამ წუთებში ადგილზე სამხარაულის ბიუროს ექსპერტებს ელოდებიან. მითითებული ადგილი კი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, ექსპერტები დაადგენენ, სპეციალისტებმა შეესაბამება თუ არა, მონაყოლი სიმართლეს
სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს და მისი გადაკვალიფიცირება გამოვლენილი გარემოებების მიხედვით მოხდება.