მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხში ნაპირსამაგრი გაბიონების მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერები ჩავარდა

ლაგოდეხში ნაპირსამაგრი გაბიონების მოსაწყობად გამოცხადებული ორი ტენდერი ჩავარდა.
ტენდერების თანახმად, ნაპირსამაგრი გაბიონები, მდინარე ბაისუბნის ხევისა და მდინარე არეშის მარჯვენა სანაპიროებზე უნდა მოწყობილიყო.

მდინარე ბაისუბნის ხევის გასამაგრებლად, ტენდერი 380. 720 ლარზე გამოცხადდა, მდინარე არეშის გამაგრების სამუშაოს ღირებულება კი, 160. 784 ლარია.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვისმინდორთან, მდინარე არეშზე, ნაპირსამაგრი გაბიონების მოსაწყობი ტენდერი, მერიას მეორედ ჩაუვარდა.

თავდაპირველი ტენდერი გაბიონის მოსაწყობად, 29 მარტს, 156-130 ლარზე გამოცხადდა. ჩავარდნის შემდეგ, სამუშაოების ღირებულება გაიზარდა, თუმცა გამარჯვებულის გამოვლენა მდინარე არეშის მარჯვენა სანაპიროს გამაგრების სამუშაოების შესასრულებლად, მაინც ვერ მოხერხდა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განმარტებით, ტენდერები კიდევ ერთხელ გამოცხადდება.
” ტენდერები ჩავარდა იმის გამო, რომ მონაწილე არ იყო. ამიტომ , კანონის თანახმად, გამოცხადდება ხელმეორედ”-თქვა მდივნიშვილმა.
მდინარე ბაისუბნის ხევის გამაგრებას და ნაპირსამაგრი გაბიონების აშენებას, ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა, წლების განმავლობაში ითხოვს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ

ყო­ვე­ლი წყა­ლუხ­ვო­ბის პე­რი­ოდ­ში, მოსახლეობას საცხოვრებელი სახ­ლე­ბი ეტ­ბო­რე­ბა.

მოსახლეობა შიშობს, რომ მდი­ნა­რე­ზე დამ­ცავ გა­ბი­ონების აშენების გარეშე, შესაძლოა წყალმოვარდნამ სავალალო შე­დე­გე­ბამდე მიიყვანოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button