მნიშვნელოვანირეგიონი

ფაშიზმზე გამარჯვების 77- ე წლისთავი კახეთშიც აღნიშნეს

ფაშიზმზე გამარჯვების 77- ე წლისთავი კახეთშიც აღნიშნეს.
თელავში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ერთჯერად ფულად დახმარების სახით, 1000 ლარი გადაეცემა.
თელავის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 83 ადამიანი იბრძოდა, აქედან ბრძოლის ველზე დაიღუპა 4, ხოლო სამშობლოში 79 მოქალაქე დაბრუნდა.

ფაშიზმის დამარცხების თარიღი, გურჯაანში მეორე მსოფლიო ომის ერთადერთ ცოცხლად დარჩენილ მონაწილეს, მარიამ ბეჟაშვილს მიულოცეს.

სოფელ ჭანდარში მცხოვრებ ვეტერანს, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი და მუნიციპალიტეტის მერი ესტუმრნენ.
მარიამ ბეჟაშვილი 1000 ლარიან ჯილდოსაც მიიღებს, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ვეტერანს გადაეცემა.

სულ, კახეთის რეგიონში მეორე მსოფლიო ომის 10 მონაწილეღაა დარჩენილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button