ლისიჩანსკში დაბომბვის შედეგად, ჰუმანიტარული დახმარების შტაბი დაიწვა

რუსული აგრესიის 102 – ე დღე უკრაინაში. კრემლი უკან არ იხევს, ლისიჩანსკში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ჰუმანიტარული დახმარების შტაბი დაიწვა, სადაც თავს 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ამ დროისთვის დაღუპულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – იტყობინება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
საარტილერიო ცეცხლის შედეგად, დაზიანდა მაღალსართულიანი შენობები და ქალაქის ინფრასტრუქტურა.
უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება.
“რუსმა სამხედროებმა ქალაქ ლისიჩანსკის ცენტრს ცეცხლი გაუხსნეს. დაზიანდა რამდენიმე შენობა და ქალაქის ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ბოლომდე დაიწვა ჰუმანიტარული დახმარების გაცემის შტაბი. ამ შტაბში მუდმივად ცხოვრობდა 40-ზე მეტი ადამიანი. ადგილზე პოლიციელები მუშაობენ, რომლებიც თავდასხმის შედეგებს აფიქსირებენ. ახლა ინფორმაცია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ზუსტდება”, – წერია შსს განცხდებაში.
რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ, ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა და მილიონობით დევნილი გახდა.