მნიშვნელოვანისიახლეები

ლაშა ტალახაძემ ჩემპიონატი სამი ოქროს მედლით დაასრულა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა ლაშა ტალახაძემ ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი სამი ოქროს მედლით დაასრულა და ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

ოლიმპიური თამაშების ორგზის და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ქართველმა მძიმეწონოსანმა ტირანაში გამართულ ევროპირველობაზე, პირველ მოძრაობაში სამივე ცდა გამოიყენა
ალბანეთში მიმდინარე ძალოსანთა საიუბილეო ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს +109 კგ. წონით კატეგორიაში, ტალახაძემ, ტრავმის მიუხედავად, ქომაგთა იმედები კვლავ გაამართლა, ატაცში 208/212/217 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა და თანამედროვე მსოფლიო ძალოსნობის ქართველმა სუპერვარსკვლავმა ორჭიდში 462 კილოგრამი მოაგროვა და თერთმეტი კილოგრამით აჯობა უახლოეს მდევარს – ლალაიანს მან მცირე ვერცხლის მომპოვებელ სომეხ ვარაზდატ ლალაიანს ექვსი კილოგრამით გაუსწრო.

მეორე მოძრაობა – აკვრა ლაშა ტალახაძემ 245 კილოგრამით და წარმატებული ცდით დაიწყო და სწორედ ამ წონამ გაანაღდებინა ევროპის ჩემპიონის ტიტული როგორც აკვრაში, ისევე ორჭიდის ჯამშიც. მეორე ცდაზე კი, 253-კილოგრამიანი შტანგის აწევა ვერ შეძლო და წელის ტკივილის გამო, ფიცარნაგზე მესამედ ასვლისგან თავი შეიკავა.

ძალოსანი ოქროს მედლის მფლობელია აკვრაში დაძლეული 245 კილოგრამითაც. ასევე, ტალახაძე საუკეთესო იყო ორჭიდში 462 კილოგრამით და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხური დაიკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button