მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სლავიანსკში რუსებმა კასეტური ბომბები ჩამოაგდეს

რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ლიახმა განაცხადა.

მისი თქმით, დაშავებულია კიდევ 7 მშვიდობიანი მოქალაქე.

„ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ლიმანის მიკრორაიონს. ბარვენკოვსკაიას, პოდგორნაიას, დანილევსკის ქუჩებს. მშვიდობიან მოსახლეობას, სადაც სამხედრო ობიექტები არ არის. შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი – დაშავდა. ასეთი ჭურვები შენობების ტოტალურ ნგრევას არ იწვევს, მაგრამ ძალიან საშიშია ხალხისთვის“,- განაცხადა ვადიმ ლიახმა.

მან ქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, მოერიდონ ქუჩებში გამოსვლასა და თავშეყრას.

“ისინი თავს ზემოთ იშლება, როგორც ფეიერვერკი, მაგრამ სილამაზის ნაცვლად სიკვდილი მოაქვთ. ასეთ ჭურვებს არ მოაქვთ მასშტაბური ზიანი შენობებისთვის, მაგრამ ძალიან საშიშია ადამიანებისთვის”, – დაამატა მან.

ამასთან რუსულმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი დაბომბეს და საჰაერო დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც მინიმუმ 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა, – ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო იუწყება.

“რუსებმა ქალაქს ქვემეხებიდან ესროლეს, შედეგ კი საჰაერო დარტყმა მიიტანეს. დაჭრილებს შორის არის 11 წლის ბავშვი”, – აცხადებს კირილენკო.

ცნობილია, რომ 1-ელი ივლისის ღამეს რუსული არმია ოდესის ოლქის, ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონის სოფელ სერგეევკას დაესხა თავს. რაკეტები ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციულ ცენტრს მოხვდა. დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button