რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა არ იმუშავა
რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 15 სექტემბრამდე რეფერენდუმის ჩასატარებლად ემზადება, რომლის შედეგების მიხედვითაც მათ ანექსიას მოახდენს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთთან მიმართებაში ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, რადგან სანქციებმა ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ არ იმუშავა.
„სანქციებმა რუსეთის წინააღმდეგ არ იმუშავა. საჭიროა ახალი სტრატეგია, რომლის მთავარი მიზანი სამშვიდობო მოლაპარაკებების მიღწევა იქნება, ომში გამარჯვებისა და რუსეთის დამარცხების ნაცვლად”, – განაცხადა მან.
ორბანის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დროს ევროკავშირის სტრატეგიის 4 მთავარი კომპონენტი იყო: უკრაინის მომარაგება ნატო-ს წევრი ქვეყნების იარაღით, სანქციებით რუსეთისა და მისი ლიდერის დასუსტება, სანქციები რუსეთს უფრო დააზიანებდა ვიდრე ევროპას და მთელი მსოფლიო მხარს დაუჭერდა ევროპასა და უკრაინას.
„ჩვენ ახლა ვსხედვართ მანქანაში, რომელსაც ოთხივე საბურავი დაზიანებული აქვს, აბსოლუტურად გასაგებია, რომ ომის მოგება ამ გზით შეუძლებელია. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ახალ შეთანხმებას“, – განაცხადა მან.
სანქციების მიუხედავად რუსეთი ომს მაინც აგრძელებს უკრაინასთან ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ცნობით კი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ომის „გეოგრაფიის გაფართოებაზე“ საუბრობდა, რადგან რუსეთი ამზადებს ნიადაგს ახალი „რეფერენდუმებისთვის“ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების გარეთ
ბრიტანეთის სპეცსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცების მიუხედავად, რუსეთს უკრაინაში საომარი გეოგრაფია არ გაუზრდია.
„არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ლავროვმა ეს კომენტარები გააკეთა, რათა გზა გაეხსნა ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების გარეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის ჩასატარებლად“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.
„ბლუმბერგის“ ცნობით, რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 15 სექტემბრამდე რეფერენდუმის ჩასატარებლად ემზადება, რომლის შედეგების მიხედვითაც მათ ანექსიას მოახდენს. 20 ივლისს ლავროვმა გამოაცხადა, რომ რუსეთმა გააფართოვა თავისი „სპეციალური ოპერაციის“ ფარგლები.