მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინულმა ძალებმა 39 520 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

24 თებერვლიდან 24 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 39 520 რუსი ჯარისკაცი მოკლეს, რაც წინა დღის მაჩვენებელს 280 მოკლული ოკუპანტით აღემატება.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

📌ჯარისკაცი – დაახლოებით 39 520

📌ტანკი – 1 722

📌ჯავშანტექნიკა – 3 942

📌საარტილერიო სისტემა – 869

📌სარაკეტო სისტემა – 255

📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113

📌თვითმფრინავები – 221

📌ვერტმფრენი – 188

📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 714

📌საკრუიზო რაკეტები – 170

📌საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 823

📌გემი/ნავი/კატარღა – 15

📌სპეციალური აღჭურვილობა – 73.

მსგავსი პოსტები

Back to top button