მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინულ ჯარს მსოფლიოს ნომერ პირველი არმია უწოდა

ჩვენი წინააღმდეგობის 200 დღეა, თითქმის 5 000 საათი, 300 000 წუთი, 20 მილიონი წამი და უამრავი მიზეზი, რომ გითხრათ მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა, – ასე დაიწყო ყოველდღიური მიმართვა დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ყველას, ვინც ამ დრომდე უკრაინას იარაღით ხელში იცავს, მადლობა გადაუხადა და უკრაინულ ჯარს მსოფლიოს ნომერ პირველი არმია უწოდა.

“უკრაინის წინააღმდეგობის 200 დღე, თითქმის 5 000 საათი, 300 ათასი წუთი, 20 მილიონი წამი და უამრავი მიზეზი, რათა გითხრათ მადლობა ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა. ეს უკრაინის დამცველების დამსახურებაა. ყველასი, ვინც მამაცურად დგას 200 დღეა და სწორედ მათი დამსახურებით დგას უკრაინაც. ძლიერი და მაშასადამე, თავისუფალი. გაუტეხავი და მაშასადამე, დამოუკიდებელი. ჩვენი დამცველები დევნიან მტერს სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან. ყველა მიმართულებით ისინი მიდიან მხოლოდ წინ და გამარჯვებისკენ.

დღეს ყველა ხედავს და აღნიშნავს თქვენს ქმედებებს უკრაინის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით. მსოფლიო შთაბეჭდილების ქვეშაა. მტერი პანიკაშია. უკრაინა ამაყობს თქვენით, სჯერა თქვენი, ლოცულობს თქვენთვის და გელოდებათ. გამარჯვების გზა რთული გზაა. მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ: თქვენ ეს შეგიძლიათ,” – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button