კანცლერისა და კრემლის ლიდერის სატელეფონო საუბარი 90 წუთს გაგრძელდა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, პირველად რამდენიმე თვის მანძილზე სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთა გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას, მოლაპარაკებებისა და უკრაინიდან რუსული ჯარების სრული გაყვანისკენ მოუწოდა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.
ამავე ცნობით, კანცლერისა და კრემლის ლიდერის სატელეფონო საუბარი 90 წუთს გაგრძელდა.
მაისის შემდეგ ეს შოლცის პირველი სატელეფონო საუბარია პუტინთან.
„სამხედრო ვითარების სერიოზულობისა და უკრაინაში ომის შედეგების გათვალისწინებით, კანცლერმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, რაც შეიძლება მალე მოძებნოს დიპლომატიური გადაწყვეტა ცეცხლის შეწყვეტის, რუსული ჯარების სრული გაყვანისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის საფუძველზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შოლცმა ასევე განუცხადა პუტინს, რომ რუსეთის ნებისმიერი შემდგომი ანექსიონისტური ნაბიჯი უპასუხოდ არ დარჩება და არავითარ შემთხვევაში არ იქნება აღიარებული.
კანცლერმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, მოეპყროს დატყვევებულ მებრძოლებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დებულებების, კერძოდ, ჟენევის კონვენციების შესაბამისად და უზრუნველყოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შეუფერხებელი წვდომა.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, შოლცმა ქარხნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ამ კონტექსტში, კანცლერმა მოუწოდა პუტინს, თავიდან აიცილონ ესკალაციის ნაბიჯები და დაუყოვნებლივ განახორციელონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშით რეკომენდირებული ზომები“, – ნათქვამია განცხადებაში.
შოლცმა და პუტინმა ასევე ისაუბრეს რუსეთის აგრესიული ომის შედეგად მსოფლიოში არსებული საკვები პროდუქტების მხრივ არსებულ რთულ მდგომარეობაზე.
„კანცლერმა ხაზი გაუსვა მარცვლეულის შეთანხმების მნიშვნელოვან როლზე და მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, არ მოახდინოს შეთანხმების დისკრედიტაცია და განაგრძოს მისი სრული განხორციელება“ , – აღნშნეს გერმანიის მთავრობაში.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს კრემლიც.
კრემლის პრესსასახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერის ყურადღება მიაპყრო „კიევის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევაზე”.
„კერძოდ, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კანცლერის ყურადღება მიაპყრო უკრაინული მხარის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევაზე, დონბასის ქალაქების განუწყვეტელ დაბომბვაზე, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იხოცებიან და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განზრახ ზიანდება” , – ნათქვამია მოხსენებაში.
კრემლის პრესსამსახურის მტკიცებით, ვლადიმერ პუტინმა ასევე დაადასტურა, რომ რუსული მხარე მზად, არის დიდი მოცულობის მარცვლეული მიაწოდოს უცხოურ ბაზრებს. ასევე ევროპის პორტებში დაბლოკილი სასუქები უფასოდ გადასცეს გაჭირვებულ ქვეყნებს.
ბერლინის თანახმად, შოლცმა 90-წუთიანი საუბრის დროს მოსთხოვა პუტინს, მოძებნოს ომის დიპლომატიური მოგვარების გზა. ეს მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას და რუსეთის ჯარის მთლიანად გაყვანას. საუბრის დროს შეეხნენ ასევე ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურზე ვითარების თემას და შოლცმა მოუწოდა პუტინს, შეასრუულოს უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შეთანხმების პირობები.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასსი“ იტყობინება, რომ პუტინმა აღნიშნა რუსეთის სურვილი, ენერგომატარებლები სანდო მომწოდებელი იყოს. შოლცი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ დარჩნენ კონტაქტში.