მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

27 სექტემბერს, თბილისში საქართველოს და უკრაინის თავისუფლების მსვლელობა გაიმართება

27 სექტემბერს, თბილისში საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების დასაცავად მსვლელობა გაიმართება.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მსვლელობა რუსთაველის ძეგლიდან დაიწყება და პარლამენტთან პროგრამით დასრულდება.

„ 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. 29 წლის წინ რუსეთმა საქართველოს – აფხაზეთი, ათასობით ქართველს კი, სიცოცხლე წაართვა.

გენოციდს გამოქცეული ასიათასობით ადამიანი ისევ დევნილია და სახლში ვერ მიდის.

დღეს, უკრაინელების თავგანწირვამ შექმნა ისტორიული შანსი, რომ რუსეთი დამარცხდეს და პოლიტიკურად შეუძლებელი, პოლიტიკურად გარდაუვლად იქცეს – ქართველები შინ დავბრუნდეთ.

ჩვენ ამისთვის უნდა ვემზადოთ.27 სექტემბერს, 21:00 საათზე, საქართველოს და უკრაინის მთლიანობის და თავისუფლების მხარდასაჭერად, რუსთაველის ძეგლიდან მსვლელობას გავმართავთ და პარლამენტთან პროგრამით დავასრულებთ“,- აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button