მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით 9 რაკეტა გაისროლეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით 9 რაკეტა გაისროლეს, რასაც ნგრევა მოჰყვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი იულია ბარიშევა ამბობს, რომ სარაკეტო თავდასხმა საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა, დაზიანდა ქალაქის ცენტრი და პარკი.

“პარკის ცენტრში არის განთავსებული სასტუმრო, რესტორანი, ჩვეულებრივი სამოქალაქო ობიექტებია. დღეს მტერმა სწორად ამ მიმართულებით განახორციელა 9 რაკეტის გასროლა. ობიექტი სერიოზულად დაზიანდა. სამწუხაროდ დაიღუპა 65 წლის კაცი. მაშველებმა მოახერხეს 6 ადამიანი ნანგრევებიდან გამოეყვანათ. კიდევ 27-მა მოქალაქემ შეძლო ნანგრევებიდან გამოსვლა”, – თქვა ბარიშოვამ.

24 თებერვალის შემდეგ ომი ისევ გრძელდება უკრაინაში მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი მოუწოდებს ქალაქში მცხოვრებ 35 წლამდე ასაკის მამაკაცებს, რომლებსაც, მისი თქმით, ოკუპანტები ფრონტზე “საზარბაზნე ხორცად” გაგზავნას უპირებენ, რომ დაუყოვნებლად დატოვონ ოკუპირებული ტერიტორია და შეეცადონ წავიდნენ ზაპოროჟიესკენ ან აირჩიონ ალტერნატიული გზა – დროებით ოკუპირებული ყირიმის გავლით, საქართველოსკენ.

“უკვე დღეისთვის ვასილევკაში მდებარე ბლოკ-საგუშაგოზე 18-დან 35-წლამდე მამაკაცები ოკუპანტებმა არ გაუშვეს ზაპოროჟიეს მიმართულებით. ასეთი პრაქტიკა გაგრძელდება. კაფირების მიზანია ფრონტისათვის “საზარბაზნე ხორცად” ჩვენი მამაკაცების მობილიზაცია. 2014 წელს ოკუპანტებმა ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში მამაკაცებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს. ასე მოიქცევიან ისინი ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში”, – აფრთხილებს მოსახლეობას ტელეგრამის არხით მელიტოპოლის მერი.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი მობილიზაცია, რომელიც თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

მაგრამ „ნოვაია გაზეტა ევროპა“-ს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ერთ-ერთმა წყარომ აცნობა, რომ პრეზიდენტ პუტინის ხელმოწერილი განკარგულება 1 მილიონი ადამიანის გაწვევის შესაძლებლობას იძლევა.

21 სექტემბერს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა.

რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. მას შემდეგ დაიღუპა ათასობით ადამიანი, ხოლო 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button