მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
რუსეთმა უკრაინაში 57 200 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინაში 57 200 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
📌ტანკი – 2290
📌ჯავშანტექნიკა – 4857
📌საარტილერიო სისტემა – 1369
📌ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 330
📌საჰაერო თავდაცვის სისტემა – 172
📌თვირმფრინავი – 260
📌ვერტმფრენი – 224
📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 970
📌ფრთოსანი რაკეტა – 241
📌გემი/ნავი – 15
📌სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 3711
📌სპეცტექნიკა – 131
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.