მნიშვნელოვანირეგიონი

„რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“ენგურის ხიდთან ფილმის ჩვენება გაიმართა

ევროპული საქართველოს, ამომრჩეველთან განათლების საზოგადოების, ტაბულას, თავისუფალი უნივერსიტეტისა და აფხაზთა კრების ორგანიზატორობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ რუხში, ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა ფილმის ჩვენება სახელწოდებით „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“.

ფილმში ნაჩვენები და მოთხრობილი იყო ის საშინელი დანაშაულები, რომელიც კაცობრიობის წინაშე ბოროტების იმპერიამ, რუსეთმა აფხაზეთში ქართველთა გენოციდის განხორციელებისას ჩაიდინა.

ამავე ღონისძიების ფარგლებში, სოხუმის დაცემის დღეს თბილისში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების დასაცავად მსვლელობა გაიმართება.
მსვლელობა რუსთაველის ძეგლიდან დაიწყება და პარლამენტთან პროგრამით დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button