ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გატარებული ზომები დასრულებულია

28 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აცნობა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გატარებული ზომები დასრულებულია და უკრაინაში უკვე 82 000 მობილიზებული ჯარისკაცი გაგზავნეს.
რითაც 300 000 რეზერვისტი უნდა დამატებოდა უკრაინაში შეჭრილ რუსეთის ძალებს რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია, პუტინის ბრძანებით სექტემბერში გამოცხადდა.
შეხვედრაზე, რომელიც სატელევიზიო ეთერით გადაიცემოდა, შოიგუმ პუტინს უთხრა: “თქვენ მიერ დასახული ამოცანა 300 000 პირის (მობილიზების) შესახებ შესრულებულია. დამატებითი ზომები არ იგეგმება.”
შოიგუს თქმით, 300 000 მობილიზებულიდან საწვრთნელ ზონებში რჩება 218 000, კონფლიქტის ზონაში კი გაიგზავნა 82 000 სამხედრო, რომელთაგან 41 000 დანაყოფებშია განაწილებული.
მისივე თანახმად, უკრაინაში ომისთვის გაწვევა ამიერიდან დაეფუძნება მოხალისეებს და პროფესიონალ სამხედროებს და არა რუსეთის რამდენიმე მილიონი რეზერვისტის მობილიზაციას.
„მობილიზაციის ფარგლებში გაწვეული მოქალაქეების გაგზავნა დღეს დასრულდა. მოქალაქეების შეტყობინება დასრულებულია. თქვენ მიერ დასახული ამოცანა, 300 ათასი ადამიანი მობილიზების შესახებ შესრულებულია. რაიმე დამატებითი დავალებები არ იგეგმება“, – განაცხადა შოიგუმ.
ამასთან რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედრო კომისარიატებში ჯარების დაკომპლექტება მოხალისეებით და საკონტრაქტო მებრძოლებით გრძელდება.
პუტინმა ამჟამად მთავარ ამოცანად მობილიზებულთა ეკიპირებით უზრუნველყოფა და მათი მოზადება დაასახელა. ამასთან, მისი თქმით, ნაწილობრივი მობილზაციის პირველ ეტაპზე იყო სირთულეები და შეცდომები, რაც პუტინის თქმით, გარდაუვალი იყო, რადგან მსგავსი ღონისძიებები რუსეთში დიდი ხნის განმავლობაში არ ჩატარებულა.
„საჭიროა აუცილებელი დასკვნების გაკეთება, სამხედრო კომისარიატების მუშაობის მთელი სისტემის მოდერნიზება“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის უწყებას შეიარაღებული ძალების ყველა კომპონენტის მშენებლობაში შესწორებების შეტანა დაავალა, მათ შორის სახმელეთო ძალების.
პუტინმა 300 000 რეზერვისტის “ნაწილობრივი მობილიზაცია” 21 სექტემბერს გამოაცხადა – მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა დანაკარგები განიცადეს უკრაინის ძალების კონტრშეტევების ფონზე.
მობილიზაციის გამოცხადებამ ბიძგი მისცა რუსეთიდან გაწვევის ასაკის კაცების გადინებას. ათი ათასობით რუსმა კაცმა მიაშურა საქართველოს, სომხეთს და ყაზახეთს, სადაც მათ უვიზოდ შეეძლოთ შესვლა.
რუსეთის მასშტაბით მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე დააპატიმრეს 2000-ზე მეტი პირი. საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევდა ცნობები, რომ კაცებს არმიაში იწვევდნენ ჯანმრთელობის შეუსაბამო მდგომარეობის გაუთვალისწინებლად ან სამხედრო გამოცდილების არქონის მიუხედავად.
შოიგუს პასუხად პუტინმა აღიარა მობილიზაციის დროს წარმოქმნილი პრობლემები და თქვა, რომ ისინი “გარდაუვალი იყო”. პუტინის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების განვითარების პროცესს “შესწორებები” ესაჭიროება.