მნიშვნელოვანიმსოფლიო

WSJ: სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობი აშშ-ში იგზავნება

რუსულმა კომპანია „ლუკოილმა“ საერთაშორისო სანქციების დარღვევის გარეშე აშშ-ში თავისი ნავთობპროდუქტების გაყიდვის გზა გამონახა. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

„სიცილიაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც რუსული ნავთობისა და გაზის გიგანტი „ლუკოილი“ ფლობს, რუსული ნედლი ნავთობის გადაზიდვის ფუნქციას ასრულებს, რომელიც საბოლოო ჯამში აშშ-ში ხვდება საწვავისა და სხვა გადამუშავებული ნავთობპროდუქტების სახით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულია, რომ ეს შესაძლებელი გახდა კანონმდებლობაში არსებული ხარვეზით, რომელიც აშშ-სთვის რუსული ნედლეულის მიწოდებას უშვებს „უცხოურ პროდუქტად გადაქცევის“ პირობით. იმის მიუხედავად, რომ სიცილიაში გადამუშავებული ნავთობის 90 პროცენტზე მეტი რუსეთიდან შედის, საბოლოო პროდუქცია უკვე იტალიურად მიიჩნევა და მისი ექსპორტი თავისუფლად არის შესაძლებელი. მიმდინარე წლის მარტიდან აშშ-ში 5 მლნ ბარელი ნავთობპროდუქტი გაიგზავნა, რაც საკამრისია 7 მლნ ავტომობილის ავზის შესავსებად.

სიცილიაში რუსული ნავთობი კომპანია „სოვკომფლოტის“ ტანკერებით გადაიზიდება, რომელიც აშშ-ის მიერ არის სანქცირებული. ამ კომპანიის ხომალდების ყოფნას იტალიაში ადასტურებს უამრავი სატელიტური ფოტოც.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ლუკოილი“ „გაზპრომისგან“ განსხვავებით, არ იყო შეტანილი ამერიკის სანქციათა სიაში და ის ამ დრომდე თავის პროდუქციას 11 შტატში ყიდის.

უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გეგმა 70 პროცენტით არის შესრულებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button