მნიშვნელოვანირეგიონი
სიღნაღის ისტორიულ გალავანს ტრაილერი შეეჯახა

სიღნაღის ისტორიულ გალავანს ტრაილერი შეეჯახა.
შემთხვევა წუხელ, ანაგისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.
სატვირთო ავტომანქანას, რომელსაც ირანელი მძღოლები მართავდნენ, სავარაუდოდ, გზა აებნა.
შეჯახების შედეგად, გალავნის თაღი, სრულად დანგრეულია.
სიღნაღის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო მასალა, რომლითაც გალავნია აგებული, სრულად გადარჩეულია და გალავნის აღდგენა, ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით დაიწყება.
სიღნაღის ისტორიული ციხე- გალავანი, 1762 წელს, მეფე ერეკლე მეორეს გადაწყვეტილებით აშენდა და მისი სიგრძე, დაახლოებით, 4 კილომეტრია.