მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

სიღნაღი – წნორის საბაგირო – რა შემთხვევაში მოიხდის ბოდიშს დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი

მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს

სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი  ბოდიშს მოიხდის, თუკი მისი წინასაარჩევნო დაპირება არ შესრულდა. 

შიოლაშვილი ქიზიყის მოსახლეობას დაპირდა, რომ თუკი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხარს დაუჭერდნენ, 24 წლის წინ გაჩერებულ სიღნაღი- წნორის საბაგირო გზას აღადგენდა, თუმცა ამ დაპირებიდან თითქმის ორ წელიწად ნახევარი გავიდა და ირკვევა, რომ ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. 

დეპუტატი დაპირების შესრულებას ახლა მთავრობისგან ითხოვს, თუმცა რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ “ჯერ იმის დადგენაა საჭირო, ეკონომიკურად რამდენად მიზანშეწონილია ამ გზის აღდგენა”. რა მდგომარეობაშია სიღნაღი-წნორის საბაგირო გზის ინფრასტრუქტურა და რამდენად მნიშნელოვანია მისი აღდგენა ადგილობრივებისთვის?

მსგავსი პოსტები

Back to top button