მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

„ღირსეული პარტნიორი 2020“ გაიხსნა

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით ოფიციალურად გაიხსნა.

სწავლებაში მონაწილე კოლოფებად მოწყობილ პირად შემადგენლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მიესალმნენ.

გიორგი გახარიამ სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

„წვრთნა არის ჩვენი ჯარის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისთვის, რომ საქართველოს, ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია საბოლოო ჯამში გახდეს მიღწევადი. ყველას კარგად გვესმის, რომ დღითიდღე უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ჯარისკაცების მდგომარეობა, მათი აღჭურვილობა, კეთილდღეობა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი წვრთნები არის საქართველოს თითოეული მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს მშვიდობის გარანტი“, – აცხადებს გახარია.

მისივე თქმით, წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

როგორც ის აღნიშნავს, ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„ეს წვრთნები არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ მიმართული და ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის და ჯარისკაცის ვალდებულება. მადლობა ღირსეული მსახურებისთვის“, – განაცადა გახარიამ.

საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ მეხუთედ მასპინძლობს. სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ორგანიზატორობით იმართება და მიზნად ისახავს საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის გაუმჯობესებას, ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანას.

მსგავსი პოსტები

Back to top button