მნიშვნელოვანირეგიონი
საპროტესტო აქცია სოფელ კაბალში

საპროტესტო აქცია ლაგოდეხის მუნიციპლიტეტში- მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს.
სოფელ კაბალის მოსახლეობის ნაწილი ქუჩაში გამოვიდა და სოფელში 9 ჰექტარი საძოვრის გასხვისების პროცესის შეჩერება მოითხოვა.
ადგილობრივების განმარტებით, სოფელი კაბალი მეცხოველეობით ცხოვრობს და საძოვრების გასხვისებით, მოსახლეობა შემოსავალს დაკარგავს.
” ისედაც გაჭირვებული ცხოვრებაა, ძლივს გაგვაქვს თავი. ჩვენ არავის ვაწუხებთ, მეცხოველეობას მივდევთ და თავს ვირჩენთ. საძოვარი თუ არ გვექნება, საქონელს რა ვუყოთ. ან ოჯახები რით ვარჩინოთ? მერიაში გვითხრეს, რომ ეკონომიკის სამინისტროს უნდა მივმართოთ და სამინისტროს ვინ გადასცა, რომ ფართობია აქ? ” – ამბობს აქციის ერთ- ერთი მონაწილე.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიიდან, აქციის მონაწილეებს, ჯერჯერობით, არავინ გამოხმაურებია.