მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა თითქმის იმდენი ჯარისკაცი დაკარგა, რამდენიც აშშ-მ რვა წლის განმავლობაში ვიეტნამში

რუსეთმა უკრაინაში 120 760 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინაში ომის ერთ წელზე ნაკლებ დროში რუსეთმა თითქმის იმდენი ჯარისკაცი დაკარგა, რამდენიც შეერთებულმა შტატებმა დაკარგა რვა წლის განმავლობაში ვიეტნამში – ამის შესახებ უკრაინული მედია Unian ინფორმაციას აქვეყნებს და წყაროდ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარის ასახელებს.

როგორც ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა გამოთვალეს The Sun-ის ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, რუსი სამხედროების ჯამური დანაკარგი უკრაინაში 20 იანვრის მდგომარეობით, 188 000 ადამიანს შეადგენს, რაც ექსპერტების შეფასებით, წელიწადზე ნაკლებ დროში 47 000 რუსის შესაძლო ლიკვიდაციას ნიშნავს.

“ომის დროს დაჭრილთა და დაღუპულთა ისტორიული თანაფარდობა არის 3:1, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის დანაკარგები უკრაინაში ახლოსაა ვიეტნამის ომში აშშ-ის დაღუპულთა საერთო რაოდენობასთან. აშშ-ის ეროვნული არქივის შეფასებით, ვიეტნამში აშშ-ის ბრძოლებში დაღუპულთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 58 000-ს შეადგენს რვა წლის განმავლობაში”,- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, საბჭოთა ძალებმა ავღანეთში ცხრა წლის ომის განმავლობაში დაკარგა 15 000 ადამიანი. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ შეაფასა, რომ რუსეთის დანაკარგებმა 2022 წლის მაისში, სულ რაღაც სამთვიანი საომარი მოქმედებების შემდეგ, ცხაწლიანი ომის რაოდენობას გადააჭარბა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 120 760 ჯარისკაცი დაკარგა.მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 22 იანვრამდე პერიოდს. წყების ცნობით, რუსეთმა დამატებით 600 სამხედრო დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

📍ტანკი – 3145
📍ჯავშანტექნიკა – 6268
📍საარტილერიო სისტემა – 2144
📍ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 445
📍საჰაერო თავდაცვის სისტემა – 220
📍თვითმფრინავი – 287
📍ვერტმფრენი – 277
📍ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1892
📍ფრთოსანი რაკეტა – 749
📍გემი/ნავი – 17
📍სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 4932
📍სპეცტექნიკა – 193
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button