მნიშვნელოვანირეგიონი

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში – 26 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში-გარდაცვლილია 26 წლის ახალგაზრდა.

შემთხვევა , თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.

ავტომანქანაში მყოფი 26 წლის ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მძიმე ტრავმების გამო, ის გარდაიცვალა.

ავარიაში გარდაცვლილი ახალგაზრდა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მცხოვრები, 26 წლის ნიკა ლეგაშვილია.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button