მნიშვნელოვანირეგიონი

საგარეჯოში გარდაცვლიებს დღეს დაკრძალავენ

საგარეჯოში 20 იანვრის თავდასხმის დროს გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ.

შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილ პოლიციელს, ოთარ ღვინაშვილს, თბილისიდან სოფელ პატარა ჩაილურში გადაასვენებენ.ნოდო რჩეულიშვილს, თბილისში, დათო ნასრაძესა და ზაქრო მათიაშვილს საგარეჯოში დაკრძალავენ, ზაზა ჩიხლაძეს კი, სოფელ ჩაილურში ხუთშაბათს გადაასვენებენ.

დაკრძალვის ცერემონიალის პარალელურად, საგარეჯოს ცენტრში რიგითი მოქალაქეებიც შეიკრიბებიან.

” 11 საათზე შევიკრიბებით საგარეჯოს ცენტრში, ოჯახებს მივუსამძიმრებთ და შემდეგ დავესწრებით დაკრძალვას. საგარეჯოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარშიც მივალთ, სადაც დათო ნასრაძეს დაასვენებენ. ოჯახების გასამხნევებლად, ახლა ერთიანობა გვმართებს”- ამბობენ საგარეჯოელები.

გარდაცვლილების ოჯახებს დახმარებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია გაუწევს.

20 იანვარს , ყოფილმა სამხედრომ საგარეჯოში, 5 ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

გარდაცვლილები ერთმანეთის ნათესავები და მეზობლები არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button