მნიშვნელოვანირეგიონი

თელავის საკრებულოში სარგოს გაზრდის მოთხოვნას ხმაური მოჰყვა

ხმაური მოჰყვა თანამდებობრივი სარგოს გაზრდას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე.

ერთმანეთს ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

ოპოზიციონერი დეპუტატები ხელფასის 10 პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, მძიმე სოციალურ ფონზე, წალენჯიხის მსგავსად, თელავის საჯარო სკოლებში უფასო კვების დანერგვას ითხოვდნენ.

საბოლოოდ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პროექტს მხარი არ დაუჭირეს.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, თენგიზ მთვარელიშვილის განმარტებით, ქვეყანაში 10 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება და ხელფასების გაზრდა 2024 წლის არჩევნებს არ უკავშირდება.

თანამდებობრივი სარგოს გაზრდა თელავის ადგილობრივ თვითმმართველობას ბიუჯეტში უკვე ასახული აქვს.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, თელავის მერის ხელფასი 500 ლარით გაიზარდა და ის უკვე 5000 ლარს აჭარბებს 450 ლარით გიზარდა საკრებულოს თავმჯდომარის, ხოლო 200 ლარით სოფლებში მერის წარმომადგენლების ხელფასი.

თელავის მუნიციპალიტეტს, 2022 წელს ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი აუთვისებელი დარჩა.

მსგავსი პოსტები

Back to top button