უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს
უკრაინაში 127 500 ოკუპანტი მოკვდა
უკრაინის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ნოვოსელივსკეს, ბელოგოროვკას და დონეცკის ოლქის იამპოლივკას, სპირნეს, კრასნა ჰორას, პარასკოვიევკას, ბახმუტის, კლიშივკას, ივანივსკეს, ავდიივკას, ვოდიანეს, პერვომაისკეს და ვუჰლედარის დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 4 სარაკეტო და 3 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 127 500 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 საავიაციო და 4 სარაკეტო დარტყმა და 60-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ქალაქების, ხერსონის და ოჩაკოვის, საცხოვრებელ სახლებზე.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე, დიდი დანაკარგით, ისევ უტევს ლიმანს და ბახმუტს, წარუმატებელ იერიშს აწარმოებს ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკისკენ და ადრე დაპყრობილ რაიონებს იცავს კუპიანსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის ორი და დონეცკის ოლქის თერთმეტი დასახლებული პუნქტის რაიონებში, მათ შორის ქალაქებთან, ბახმუტსა და უგლედართან. 30 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „წარმატებული შეტევის“ შედეგად რუსმა სამხედროებმა “მომგებიანი პოზიციები” დაიკავეს დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარის რაიონში.
უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 4 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 4 რაიონი, მართვის 3 პუნქტი და საბრძოლო მასალების 2 საწყობი.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის სხვა წყაროებით გადამოწმება გართულებულია
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 127 500 ჯარისკაცი დაკარგა.
მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 31 იანვრამდე პერიოდს.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 3201
ჯავშანტექნიკა – 6378
საარტილერიო სისტემა – 2197
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 454
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 221
თვითმფრინავი – 293
ვერტმფრენი – 284
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1951
ფრთოსანი რაკეტა – 796
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5048
სპეცტექნიკა – 200
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.