მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 80-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს

რუსეთმა უკრაინაში 164 910 ჯარისკაცი დაკარგა.მათ შორის 710 ბოლო დღე-ღამეში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 80-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

“ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და შახტერსკის მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა ფრონტის ამ სექტორზე 83 შეტევა მოიგერიეს. საომარი მოქმედებების ეპიცენტრად ბახმუტი რჩება”, – აცხადებს უკრაინის შეაირაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 11 სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 164 910 ჯარისკაცი დაკარგა.მათ შორის 710 ბოლო დღე-ღამეში მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 19 მარტამდე პერიოდს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3532
ჯავშანტექნიკა – 6853
საარტილერიო სისტემა – 2568
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 507
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 268
თვითმფრინავი – 305
ვერტმფრენი – 290
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2159
ფრთოსანი რაკეტა – 907
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5408
სპეცტექნიკა – 262

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button