მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს და ავდეევკას ალყაში მოქცევას ცდილობენ

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, გუშინ რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა.

“18 მარტს, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში 3 ადამიანი მოკლეს: 2 კრამატორსკში და 1 კონსტანტინოვკაში. გარდა ამისა, 18 ადამიანი დაშავდა”, – თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინის ცნობით, 18 მარტს, რუსებმა კრამატორსკი დაბომბეს, რის შედეგადაც 10-მდე საცხოვრებელი კორპუსი და რამდენიმე მანქანა დაზიანდა. ოკუპანტებმა Uragan-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები გამოიყენეს.

ასევე, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებმა არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კონსტანტინოვკას ესროლეს. განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და სავაჭრო ცენტრის შენობა.

ხერსონის ქალაქ ტავრიისკის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის სპიკერის, ოლექსი დმიტრაშკოვსკის განცხადებით, რუსები ავდეევკას ალყაში მოქცევას ცდილობენ.

“მტერი აგრძელებს აქტიურ ოპერაციებს – თავდასხმებს ავდევკასა და მარინკაზე. მათთვის ავდეევკა ახლა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რათა დაიწყონ რაიმე სახის მოქმედება ვუჰლედარის რეგიონში. რეალურად, ავდეევკას ალყაში მოქცევას მტერი ორი კვირაა ცდილობს”, – თქვა ხერსონის ქალაქ ტავრიისკის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის სპიკერმა.

დმიტრაშკოვსკის თქმით, ახლა მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ დასავლელი პარტნიორების მხრიდან უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებაა. მისი თქმით, უკრაინის იარაღით უზრუნველყოფა რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის განსახორციელებლად აუცილებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button