ბახმუტში რუსული ძალები მნიშვნელოვან წინსვლას არ ახდენენ

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსები იტყუებიან, რომ თითქოს ბახმუტის 70% ოკუპირებული აქვთ.
“ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა ვერ აღმოაჩინა ვიზუალური მტკიცებულება რუსი ოკუპანტების ბრალდებების შესახებ ბახმუტში რამდენიმე ობიექტის ოკუპაციასთან დაკავშირებით. ოკუპანტები, სავარაუდოდ, აქცენტს აკეთებენ შეტევითი ოპერაციებისკენ ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, რაც ასევე აღნიშნულია გენერალური შტაბის განცხადებაში.
ასევე არ არის მართალი, რომ რუსებს თითქოს ქალაქის 70% ოკუპირებული აქვთ. 8 მარტის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციამ ბახმუტის 50% დაიკავა და მას შემდეგ, რუსული ძალები მნიშვნელოვან წინსვლას არ ახდენენ”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
უკრაინის ცნობით, რუსეთის მთელი ძალისხმევა მიმართულია დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებაზე. რაშისტები ძირითადად თავს ესხმიან ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს, ასევე თავდასხმებს ახორციელებენ ორეხოვო-ვასილევკას, გრიგოროვკასა და ბოგდანოვკას დასახლებებში. დასავლეთის ცნობით, ბახმუტისთვის ბრძოლებში სულ მცირე 30 000 რუსი ოკუპანტი განადგურდა.
ამასთან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსი ოკუპანტების გეგმები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებასთან დაკავშირებით იშლება.
“თავდაცვის ძალები აგრძელებენ მტრის შეკავებას აღმოსავლეთში, მათი გეგმები ბახმუტის ოკუპაციასთან დაკავშირებით ახლა იშლება. წინ – უკრაინა”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსული არმია აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე. გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ბახმუტი კვლავ საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება.
18 მარტის საღამოს მდგომარეობით, ბახმუტის მიმართულებით 190-ზე მეტი რუსი ოკუპანტია ლიკვიდირებული. ომის დაწყებიდან დღემდე კი რუსეთმა უკრაინაში 164 910 ჯარისკაცი დაკარგა.