მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 62 შეტევა მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის 62 შეტევა მოიგერიეს.

“ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებებზე გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა 62 შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 12 სარაკეტო და 24 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 171 730 ჯარისკაცი დაკარგა.
მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 28 მარტამდე პერიოდს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3602
ჯავშანტექნიკა – 6966
საარტილერიო სისტემა – 2653
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 525
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 277
თვითმფრინავი – 305
ვერტმფრენი – 291
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2235
ფრთოსანი რაკეტა – 911
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5502
სპეცტექნიკა – 287
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button