400 დღე ომში – უკრაინა კიდევ უფრო ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების მოლოდინშია

გასულ ღამით რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 4 დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს; საჰაერო დარტყმა მიიტანეს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაზე. რაკეტა საბავშვო ბაღს მოხვდა. დაიბომბა ქალაქი ჩასივიარი. არის მსხვერპლი.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის მონაცემებით, რუსეთის დანაკარგები უკრაინაში დაღუპულებისა და დაშავებულების სახით, 220 000-ს აღემატება.
ბერლინი კიევს სამხედრო მიზნებისთვის დამატებით 12 მილიარდ ევროს გამოუყოფს; უკრაინას ტერიტორიის განაღმვაში დახმარება შესთავაზა ხორვატიამ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 30 მარტამდე პერიოდს.
უწყება ამბობს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში დამატებით 560 რუსი სამხედრო მოკლეს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 172 900
ტანკი – 3 610
ჯავშანტექნიკა – 6 974
საარტილერიო სისტემა – 2 671
სარაკეტო სისტემა – 526
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 278
თვითმფრინავები – 306
ვერტმფრენი – 291
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 239
საკრუიზო რაკეტები – 911
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 518
გემი/ნავი/კატარღა – 18
სპეციალური აღჭურვილობა – 291.