მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შესაძლოა პრეზიდენტი პუტინი თურქეთს ეწვიოს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 27 აპრილს ჩავა თურქეთში და დაესწრება რუსეთის მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას. ამის შესახებ ერდოანმა 29 მარტს განუცხადა ტელეკომპანია A Haber-ს. თუმცა, თურქეთის პრეზიდენტი არც იმას გამორიცხავს, რომ პუტინი ცერემონიას ონლაინ რეჟიმში შეუერთდება.

ერდოანის ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე თურქული გამოცემები წერდნენ, რომ ანკარა რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტისთვის ემზადება. ეს 27 მარტს უარყო კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა.
მას თურქეთში დაპატიმრების საფრთხე არ ემუქრება, რადგან თურქეთი არ არის საერთაშორისო ხელშეკრულების, „რომის სტატუტის“ მონაწილე და არ აღიარებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. შესაბამისად, თურქეთს არ აქვს სასამართლოს ორდერის საფუძველზე პუტინის დაკავების ვალდებულება.
17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე – უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
20 მარტს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ კარიმ ახმად ხანის და მოსამართლეების წინააღმდეგ.

ბოლო ორი წელი ჩვენი ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება თურქეთს ომში არ ჩართავს.

„ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელსაც ახასიათებს კრიზისები და ომები. ჩვენ შევძელით ძლიერი, დამოუკიდებელი თურქეთის აშენება ამ გარემოში და უნდა შევინარჩუნოთ იგი. ჩვენ ვიბრძოდით და გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ომი არ მოვიდეს ამ მიწებზე. ამის ახსნა შემიძლია. ჩვენ არ ჩავრთავთ ჩვენს ქვეყანას ომში. ბოლო ორი წელი ჩვენი ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა. ვიდრე აქ ვიქნებით, ამას არ დავუშვებთ. კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი რუსეთსა და უკრაინას შორის სერიოზული და გადამწყვეტი შუამავლობით დასრულდება“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button