მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლუკაშენკომ, მხარი დაუჭირა ქვეყანაში რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას

ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსება ნიშნავს, რომ პუტინისა და სის შეხვედრა წარუმატებელი იყო

31 მარტს, ბელარუსის ეროვნული კრებისა და მოსახლეობისადმი მიმართვისას ბელორუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, მხარი დაუჭირა ქვეყანაში რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას.

ლუკაშენკოს თქმით, ეს ხელისუფლებისთვის არის “შესაძლებლობა, დაიცვას ბელარუსის სახელმწიფო და უზრუნველყოს მშვიდობა ბელარუსი ხალხისთვის.” ლუკაშენკამ, მტკიცებულებების გარეშე, დაადანაშაულა პოლონეთი და დასავლეთის სხვა ქვეყნები, რომლებიც ემიგრაციაში მყოფი მოღვაწეების მონაწილეობით, ბელარუსზე თავდასხმას გეგმავენ.

„ჩვენი ქვეყნის გარშემო შექმნილ გარემოებებში და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში ჩემ მიერ დაჟინებით გააქტიურდა რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები ბელარუსში ბირთვული იარაღის დაბრუნებაზე. სწორედ იმ ბირთვული იარაღის დაბუნებაზე, რომელიც გატანილ იქნა. შედეგი ცნობილია. მე არ ვცდილობ ვინმეს დაშინებას, დაშანტაჟებას. მე მინდა, დავიცვა ბელარუსის სახელმწიფო და უზრუნველვყო ბელარუსი ხალხისთვის მშვიდობა. თავისი ისტორიით, მთელი თავისი არსებობით, ჩემმა ხალხმა ეს დაიმსახურა. მათრახის ქვეშ ცხოვრება აღარ გვინდა და მონები არ ვიქნებით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკო ასევე გამოეხმაურა დასავლეთის მხრიდან ბელარუსისადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამაკაცრების შესაძლებლობას.

„ისინი ამბობენ, რომ თუ ბელარუსში ბირთვულ შეიარაღებას განათავსებთ, ჩვენ თქვენ წინააღმდეგ სანქციებს დავაწესებთ? გაგიჟდით? დაგავიწყდათ,რომ ისინი უკვე დააწესეთ გუშინ? რისი უნდა გვეშინოდეს დღეს? დღეს ჩვენ უბრალოდ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. სწოედ ამიტომ ჩემი მიმართვა დღეს ამაზე ავაგე. ჩვენ დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას და უზრუნველვყობთ ამას ყველა შესაძლოა საშუალებებით მათ შორის ბირთვული არსენალით“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის და პუტინი ბელარუსში სტრატეგიულ შეიარაღებასაც განათავსებენ. „ისინი ამას უნდა აცნობიერებდნენ, ნაძირლები იქ, საზღვარგარეთ, რომლებიც ცდილობენ დღეს აგვაფეთქონ შიგნიდან და გარედან. ჩვენ არაფრის წინაშე არ გავჩერდებით ჩვენი ქვეყნების, ჩვენი სახელმწიფოების და ჩვენი ხალხების დაცვისას“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება.

რუსეთი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს, სამხედრო მიზნებით იყენებს ბელარუსის ტერიტორიასაც.
2023 წლის 25 მარტს, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში განათავსებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.

ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსება ნიშნავს, რომ პუტინისა და სის შეხვედრა წარუმატებელი იყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩაში ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთისა და მოლდოვის ლიდერებთან გამართულ სამიტზე განაცხადა.

“სიგნალი, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს განათავსებს ბელარუსის ტერიტორიაზე, ჩინეთთან წარუმატებელ შეხვედრაზე მიანიშნებს. [რუსეთს] სჭირდება რაღაც სუბიექტურობის ჩვენება, რომელიც რუსეთს პრეზიდენტ პუტინის მმართველობის ქვეშ ჯერ არ დაუკარგავს.

ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ რუსეთის პრეზიდენტს სჭირდება რაღაც პოლიტიკური ნაბიჯების ან გამარჯვებების ჩვენება, მაგრამ ბრძოლის ველზე მან ეს ვერ შეძლო…

და ბოლოს – ეს ბელარუსის პრეზიდენტის რაიმე სუბიექტურობის სრული დაკარგვაც არის. ვფიქრობ, უკვე ის არ წყვეტს, რა იარაღია მის ტერიტორიაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button