მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინის მთავარი მოკავშირე ლუკაშენკა უკრაინაში ზავის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა.

ბელარუსის ავტორიტარი მმართველი, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მთავარი მოკავშირე ალიაქსანდრ ლუკაშენკა უკრაინაში ზავის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა.

როგორც ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ წერს, ამის შესახებ ლუკაშენკამ დღეს თქვა ბელარუსის ეროვნული კრებისა და მოსახლეობისადმი მიმართვისას. ლუკაშენკამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღებას უწოდა “ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი სატელიტების ძალისხმევის” შედეგი.
„აშშ-ისა და მისი სატელიტების ძალისხმევით, ჩვენთვის ახლობელ ქვეყანაში გაჩაღებულია ფართომასშტაბური ომი „ბოლო უკრაინელამდე“ (ვციტირებ), რომლის შედეგადაც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში დაიღუპა და დასახიჩრდა მილიონამდე ადამიანი ორივე მხრიდან. მილიონობით ლტოლვილად იქვა. შედეგად, ჰორიზონტზე გამოჩნდა მესამე მსოფლიო ომი ბირთვული ხანძრებით. კითხვა ერთია: რა გავაკეთოთ? ყველას გესმით და იცით: გზა ერთია – მოლაპარაკებები. მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

“შევეცდები გავრისკო საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთავაზება, ტექნიკის გადაადგილების და ჯარების გადაჯგუფების უფლების გარეშე”, – განაცხადა ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა.

ლუკაშენკას თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა უკიდურესად სახიფათოა და შეუძლებელს ხდის სამშვიდობო მოლაპარაკებას, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს, რადგან “ჰორიზონტზე გამოჩნდა მესამე მსოფლიო ომი ბირთვული ხანძრებით”.რუსეთი, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს, სამხედრო მიზნებით იყენებს ბელარუსის ტერიტორიასაც.
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, წინასწარი პირობების გარეშე მოლაპარაკებების მაგიდასთან შესაძლებელია ყველა სახის საკითხის მოგვარება – ტერიტორიული, აღდგენითი, უსაფრთხოებისა და სხვა.

2023 წლის 25 მარტს, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში განათავსებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.
უცნაური “მშვიდობისმყოფელები” ძალიან კომიკურად ჩანან, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მოწოდებას, რომ მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტონ.

მისი თქმით, ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რუსეთის უფლებას, დარჩეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც დაუშვებელია.

“კიდევ ერთხელ პუნქტების მიხედვით. ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს რუსეთის ფედერაციის უფლებას, დარჩეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს სრულიად დაუშვებელია. უკრაინას აქვს უფლება საკუთარ ტერიტორიაზე ჯარები და აღჭურვილობა ისე გადააადგილოს, როგორც საჭიროდ ჩათვლის. უცნაური “მშვიდობისმყოფელები” ძალიან კომიკურად ჩანან”, – წერს პოდოლიაკი.

მსგავსი პოსტები

Back to top button