მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა რამდენიმე შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა რამდენიმე შორ რადიუსზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow, რომელთა დიაპაზონი 250 კილომეტრს აღემატება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. ინფორმაცია მოგვიანებით ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა დაადასტურა.

კიევი პირველად იღებს ამ დიაპაზონის რაკეტებს. მანამდე, უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის მიუხედავად, დასავლეთის ქვეყნები კიევს აწვდიდნენ იარაღს, რომელსაც 80 კილომეტრამდე მანძილზე შეეძლო სამიზნეებზე იერიშის განხორციელება.

ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას ბენ უოლესმა განაცხადა, რომ მიწოდებული რაკეტები “უკრაინას საშუალებას მისცემს, უკუაქციოს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის სამხედრო ძალები. მან ამ გადაწყვეტილებას უწოდა „ზედმიწევნით შესწავლილი და რუსეთის ესკალაციასთან თანაზომადი.”

“ჩვენ ვერ ვიდგებით განზე მაშინ, როდესაც რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს. რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მხოლოდ მისმა ქმედებებმა განაპირობა ის, რომ ასეთი სისტემები მიეცა უკრაინას”, – აღნიშნა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გარანტიები უკრაინის მთავრობისგან, რომ ამ რაკეტებს არ გამოიყენებენ რუსეთის ტერიტორიაზე იერიშებისთვის. ამასთან, ტელეკომპანიამ გაიხსენა, რომ ბრიტანელი ოფიციალური პირები ხშირად აკეთებენ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა.
გაერთიანებული სამეფოს მიერ კიევის რეჟიმისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება რუსი სამხედროებისგან ადეკვატურ პასუხს საჭიროებს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, კრემლი “ძალიან ნეგატიურადაა” განწყობილი ლონდონის მიერ კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით.

„ეს მოითხოვს ადეკვატურ პასუხს ჩვენი სამხედროების მხრიდან, რომლებიც, ბუნებრივია, სამხედრო თვალსაზრისით, ამ ფონზე შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისათვის, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა დაადასტურა რომ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadows-ის ფრთოსანი რაკეტები გადაეცა. „ამ ტიპის იარაღის სისტემები უკრაინას საუკეთესო შანსს აძლევს, დაიცვას თავი რუსეთის უწყვეტი სისასტიკისგან, განსაკუთრებით უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული თავდასხმებისგან, რაც საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ბენ უოლესმა.

ჩეხეთის რესპუბლიკა უკრაინას ორ საზენიტო-სარაკეტო სისტემას “კუბს” გადასცემს. ეს არის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც განკუთვნილია დაბალ და საშუალო სიმაღლეზე საჰაერო სამიზნეებთან საბრძოლველად, იტყობინება ჩეხური გამოცემა České noviny.

ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის განიხილოს უკრაინისთვის L-159 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება.
პაველმა განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო ჩეხეთიდან 100-მდე ტანკი, ამდენივე ჯავშანტექნიკა და უამრავი საბრძოლო მასალა.

მან დაადასტურა, რომ ამჟამად მიწოდების პროცესშია ორი საბჭოთა წარმოების Kub საჰაერო თავდაცვის სისტემა, შედარებით დიდი რაოდენობით რაკეტებით, რომლებიც უკრაინას შეუძლია დაუყოვნებლივ გამოიყენოს, რადგან მას ჰყავს მებრძოლები გაწვრთნილი ამ ტიპის აღჭურვილობისთვის.

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის გადამწყვეტია საკმარისი ჯავშანტექნიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდება.

“ეს არის ის, რაც აკლია უკრაინას, რადგან ბრძოლის გადამწყვეტი ნაწილი ხმელეთზე უნდა წარიმართოს.” – ციტირებს ჩეხეთის პრეზიდენტს České noviny

მსგავსი პოსტები

Back to top button