მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ქართული ავიახაზი Georgian Airways რუსეთის მიმართულებით ფრენებს აღადგენს

რუსული ავიახაზები Azimut და ქართული Georgian Airways მომავალი კვირიდან მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებას გეგმავენ, თუ საქართველო-რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის ბოლო ფორმალობები დაკმაყოფილდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო РБК წერს, რუსეთის ხელისუფლებასთან აზიმუტთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.

დარჩენილია მხოლოდ ფორმალური ნაწილის მოგვარება და ასეთ შემთხვევაში, “აზიმუტის” ბორტი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან თბილისში 16 მაისს გამოფრინდება, თბილისიდან ფრენა კი 18 მაისს შედგება.

” შეიძლება 18 მაისს არა… იმედია, უახლოეს ათ დღეში ფრენებს დავიწყებთ

ჩვენ პატარა კომპანია ვართ და ზარალზე მუშაობა არ შეგვიძლია, ამიტომ ვიმუშავებთ, რომ ეს მიმართულება განვავითაროთ”- უთხრა რუსულ მედიას Georgian Airlines Group-ის პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა მისი თქმით, აზიმუტი ნამდვილად ემზადება მომავალი კვირიდან თბილისის მიმართულებით ფრენებისთვის.

ორივე გადამზიდავმა შეატყობინა თბილისის აეროპორტს რუსეთიდან ფრენების შესახებ, უთხრა РБК-ს თბილისის აეროპორტის მმართველის, TAV Airports-ის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა ერჰან უსტუნდაგმა. РБК-ს წყაროს ცნობით, აზიმუტი თბილისში ფრენას კვირაში ექვსჯერ გეგმავს.

„ჯორჯიან ეარვეისი“ მომავალი კვირის დასაწყისში განიხილავს თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენებზე ბილეთების გაყიდვის დაწყებას, წერს რუსული გამოცემა.
ასევე ცნობილია, რომ Azimut იფრენს Superjet თვითმფრინავით, რადგან ისინი ეკუთვნის რუსულ სალიზინგო კომპანიებს და არ ექვემდებარება სანქციებს, რომლებიც კრძალავს მომსახურებას უცხოეთის აეროპორტებში. მსგავსი თვითმფრინავი ჰყავს გადამზიდველ Red Wings-ს, რომელმაც უკვე მოითხოვა საქართველოში ფრენების ნებართვა.

მანამდე საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთიდან ფრენებს მხოლოდ არასანქცირებული ავიახაზები და თვითმფრინავები განახორციელებენ.

შეგახსენებთ, 10 მაისს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button